124038 მ2
გურჯაანი,მუკუზანი
2023
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში , გურჯაანი-ყვარელის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გასწვრივ (ჩრდილოეთით)
დაგეგმვის მიზანია შეიქმნას დასასვენებელი, გამაჯანსაღებელი, ტურისტული სივრცე, მოწესრიგდეს გარემო, საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციები, რომელიც ჯერ არ არსებობს. ტერიტორიის ჩრდილოეთით შეიქმნას მცირე დასახლება,რომელსაც ექნება საკუთარი რეკრეაცია და თავშეყრის ადგილი. ესკიზური პროექტის მიხედვით ნაკვეთი იყოფა ორ ნაწილად უკიდურეს სამხრეთში განთავსდება აპარტოტელები, 4-5 სართულიანი შენობების 5 ბლოკი, საერთო სარგებლობის აუზით, ბაშვთა გასართობი მოედნით, საჩრდილობლებითა და პარკირებით.მეორე ნაწილი, რომელიც საეთო ტერიტორიის ცენტრს წარმოადგენს, დაეთმობა სასტუმროს, რომლის სართულიანობა იქნება 5, თუმცა პირველ სართულს დაფარავს ხელოვნურად შექმნილი ბორცვი,რაც სასტუროს წარმოაჩენს 4 სართულიან შენობად.