KA

ურბანული პარკი ვარკეთილის II-ე მ/რ.ში

3,1 ჰა

თბილისი, ვარკეთილის II-ე მ/რ

2020-2022

„ურბანული პარკი“ ვარკეთილის II-ე მ/რ.ში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო პროექტია, რომელშიც „არტსტუდიო პროექტმა“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.პროექტირება 2020 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობა 2022 წელის აპრილში დასრულდა.

ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 3 ჰექტარს. პარკის ზედა ნაწილი, რომელიც იქნება უფრო პასიური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცე და ქვედა ნაწილი - აქტიური ზონა, რომელიც საკმაოდ რელიეფურია და ქმნის საინტერესო სურათს. აქტიურ სივრცეში შევხვდებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილ მოედნებს,რომლებიც დატვირთულია შესაბამისი ატრაქციონებითა და აქტივობებით. აქვეა წყლის დასალევი შადრევანი,ახალი საფეხმავლო ხიდი და არსებული სპორტული მოედანი.საფეხმავლო ბილიკებთან ერთად მთელ ტერიტორიაზე წარმოდგენილია ველო-ბილიკებიც. პარკის შუა ნაწილში განთავსდა ძაღლებისთვის განკუთვნილი შემოზღუდული სივრცე, სხვადასხვა სავარჯიშო ატრაქციებით.

საპროექტო კონცეფციის ძირითადი მიზნები იყო: არსებული, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ჯანსაღი სარეკრეაციო სივრცის შექმნა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ურბანული პარკი მორგებულა ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს თავისუფალი დროის პარკში სასიამოვნოდ გატარებას, უბანი კი გახდება გაცილებით აქტიური და სიცოცხლით სავსე.

საპროექტო გუნდი: ტარიელ მიქაუტაძე, გიორგი გაბოძე, ანი წიქორიძე, ეკა ბაგალიშვილი, ცია ოქროპირიძე, ლევან ქართველიშვილი, ანუკი მდინარაძე. 3D სპეციალისტი: დავით რუსიტაშვილი, თორნიკე იაკობიძე. მშენებელი: შპს: „დაგი“