1882 კვ.მ
თბილისი, იოსებ გრიშაშვილის ქ. N46-ა
გუნდი
გ. სულაბერიძე, მ. კალანდაძე, მ. გეგეშიძე, მ. ჯინჭარაძე, დ. თარხნიშვილი, მ. ქირია
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, იოსებ გრიშაშვილის # 46-ში. იგი მდებარეობს ტერასულ რელიეფზე, რომელიც ეშვება მდინარისკენ ვახტანგ გორგასალის სახელობის ქუჩაზე. ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ იშლება ხედი ავლაბრისკენ და მოსაზღვრე გამწვანებული ტერიტორიისაკენ. სამხრეთ დასავლეთით ნაკვეთს ესაზღვრება იოსებ გრიშაშვილის ქუჩა, სამხრეთ აღმოსავლეთით ორ სართულიანი აგურის სახლი ხოლო ჩრდილო დასავლეთისაკენ ახლად აშენებული ოთხ სართულიანი სასტუმრო. საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 4 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიწისქვეშა ავტოფარეხით (19 ადგილზე).