KA

მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი ლუდის ქარხნის ტერიტორიაზე

4106 კვ.მ

თბილისი

2022

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა #68ა საპროექტო შენობა წარმოადგენს მრავალფუნქციურ შენობას, კომპლექსს, რომელიც 2 მიწისქვეშა სართულზე გაერთიანებულია, ხოლო მიწისზედა სართულებზე წარმოდგენილია 2 დამოუკიდებელ ბლოკად. მათგან ერთ-ერთი 0.00 ნიშნულს ზევით 5-სართულიანია, ხოლო მეორე - 7-სართულიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ რელიეფის თავისებურების გამო, ორივე მიწისქვეშა სართული საზოგადოებრივი ქუჩის მხრიდან მიწის ზევით მდებარეობს, რაც მათი ნაწილობრივ ბუნებრივი განათების საშუალებას იძლევა.

შენობის -2 სართულზე, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, განთავსებულია ავტოსადგომი 39 მანქანისთვის, მათ შორის 1 მიკროავტობუსის და 1 შშმპ ადგილი. ამავე სართულზე, საზოგადოებრივი გზის მხრიდან, არის კომერციული ფართობი. საპროექტო შენობის -1 და 1-ლი სართულები მთლიანად ეთმობა კომერციულ სივრცეებს. პირველ სართულზე შენობის ორი ბლოკი ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა ეზოთი. რაც შეეხება დარჩენილ სართულებს, მათ საცხოვრებელი ფუნქცია ექნებათ. ერთ-ერთი ბლოკის(ქუჩის გასწვრივ მდგომის) სახურავზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტერასა, ხოლო მეორე ბლოკის სახურავი არაექსპლუატირებადია.

არქიტტექტურული თვალსაზრისით, საპროექტო შენობა წარმოადგენს თანამედროვე და ძველი თბილისური სტილების სინთეზს, რაც უმეტესწილად თვალსაჩინოა შიდა ეზოს მხრიდან, სადაც მდებარეობს გახსნილი სპირალური კიბე, საზოგადოებრივი აივნები/ვერანდები ხის მოაჯირებით, რომლებიც დერეფნის ფუნქციასაც ითავსებს. ფასადებზე გამოყენებულია სხვადასხვა ფაქტურის თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები, ხე, ლითონი და მინა.