12 653 კვ.მ
ევროპის ქუჩა, ქ.თბილისი
2022
ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, ევროპის ქუჩაზე.ტერიტორიის საერთო ფართობია 12 653 კვ.მ. ტერიტორიის მდებარეობა აეროპორტთან და ცენტრალურ მაგისტალთან სიახლოვე ქმნის შესაძლებლობას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განვითრდეს მოწესრიგებული, საგზაო ინფრასტუქტურით აღჭურვილი, მრავალფუნქციური კომპლექსი (სასტუმროები, სავაჭრო/ბიზნეს ცენტრი, სწრაფი კვება, ბენზოგასამართი სადგური) კეთილმოწყობილი სივრცეებით, შესაბამისი რაოდენობის ღია და დახურული ავტოსადგომებით.
დაგეგმვის მთავარი ამოცანაა საპროექტო ნაკვეთის ერთიან გეგმარებით ერთეულად ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის განვითარებას.
განაშენიანების რეგულირების გეგმის წინასაპროექტო ხედვაში წარმოდგენილი პროექტის ეფექტიანობა წარმოადგენს შემდეგს: განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა ტერიტორია, სადაც გაჩნდება დასაქმების შესაძლებლობა.
ამ პროექტის განვითარებით ბიძგი მიეცემა მიმდებარე ტერიტორიების მსგავსი ფუნქციით განვითარებას, რაც შესაძლებლობას შექმნის აეროპორტის მიმდებარე არეალი ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივ-საქმიან ცენტრად სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. წარმოდგენილი ტეროტორიის სწორად განვითარება ნიშნავს მიწის და მასზე აშენებული ნაგებობების მაღალ ხარისხს და საბაზრო ღირებულების გაზრდას.