KA

სკვერი თამარაშილის N13-ში

7076 მ²

ვაკის რაიონი, თამარაშვილის N13, ქ. თბილისი

2021

პროექტის ავტორები: ანი წიქორიძე; ქეთი სილაქაძე

საპროექტო არეალი მდებარეობს ქ. თბილისში, ვაკის რაიონში თამარაშვილის N13. საპროექტო ტერიტორიის ფართობია 7076 კვ.მ

კვერის აქტიური ზონა, რომელიც მოიცავს მაგიდის ჩოგბურთს, კალათბურთის ფარს ფანჩატურს და დასაჯდომ სივრცეებს, განთავსებულია თამარაშვილის ქუჩის მხრიდან. რადგან საპროექტო არეალის ეს მხარე იქნება სხვა სივრცეებთან შედარებით უფრო ხმაურიანი, თამარაშვილის ქუჩის დატვირთულობის გამო.

წყნარი დასვენების სივრცე განთავსდება საპროექტო არეალის შუა ნაწილში. ამ სივრცის არეალი არ იკვეთება ძირითად სამოძრაო ბილიკებთან, შესაბამისად იქმენბა მეტი სიმყუდროვე. წყნარი დასვენების ზონა მოიცავს გრძელ დასაჯდომ სკამებს, საჩრდილობელს და გამწვანებას.

სათამაშო მოედანზე წარმოდგენილი იქნება მულტიფუნქციური ატრაქციონები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ინტერესის და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების დაკმაყოფილებას. აქცენტი იქნება ბუნებრივ მისალაებზე. საბავშვო მოედანი მოერგება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს და ამავე დროს სივრცე გაჩნდება მათი თანმხლები პირებისთვის.