3200 m2
7, ინოვაციების ქუჩა, ოქროყანა, თბილისი
2014-2015
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, რ.ხეცურიანი, ტ.მიქაუტაძე, ს.ლობჟანიძე, ო.სულაბერიძე, დ.რუსიტაშვილი, ნ.ჩხარტიშვილი, ნ.ოსტაპენკო, თ.გორგასანიძე
სტრუქტურული ნაწილი შპს ‘კუბიკონი’ მექანიკური, ელექრო და წყანგაყვანილობის სისტემები ო.ალოიანი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ. პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია (რომელიც წარმოადგენდა მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს) და ტექნოლოგიური პარკის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თანამედროვე გაჯეტების, ტექნოლოგიების და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების მნიშვნელობის შესახებ, მთელს მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონში. მიწის ფართობი შეადგენს 6940 კვ.მ.-ს და გეოგრაფიულად მდებარეობს “მამა დავითის” მთის ფერდობის სამხრეთ ნაწილში. მიწის ნაკვეთის ფარგლებში რელიეფის ზედაპირი ზღვის დონიდან 782-დან 790 მეტრამდე მერყეობს; ნაკვეთზე მდებარეობდა, ერთმანეთთან ხიდით დაკავშირებული, ორი ბლოკისგან შემდგარი კომპლექსი და საქვაბე, გარშემო კი მასიური ტყე და გამწვანება. პროექტის მიხედვით ორი შენობის დამაკავშირებელი სივრცე წარმოდგენილია ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს გამოხატულებად არქიტექტურაში. დიზაინის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს ბუნებრივი ეკო-სისტემის მნიშვნელობა და მისი განხორციელება მაღალი დონის დაგეგმარებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების საშუალებით. შენობის ექსტერიერი სხვადასხვა შთაბეჭდილებებს დატოვებს ტექნო-პარკის სტუმრებზე; იგი შედგება ბუნებრიობის, შემოქმედების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისგან, ყველაფერი, რაც თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს ეხმიანება. პროექტის მიხედვით, გარე კედლები შეილესება ქვიშა-ცემენტის ხსნარით, შეიფუთება Rockwool-ის თბოსაიზოლაციო მასალით და მოპირკეთდება მაღალი ხარისხით დამუშავებული ხის შეფიცვრით. საგანმანათლებლო ბლოკის სახურავი ძირითადად დაეთმობა მექანიკურ მოწყობილობებს. ცენტრალური ბლოკი შერეული ტიპის სტრუქტურისგან შედგება: მთავარი, მზიდი კარკასი არის რკინაბეტონის, ხოლო ფოლადის ჩარჩო გამოიყენება მინის ფასადის დასაჭერად. ‘კუბი’ ინტერიერში ძირითადად ატრიუმს წარმოადგენს, პირველი სართული მოიცავს მისაღებს, მოსაცდელს და ბიბლიოთეკას. ‘კუბში’ მოეწყობა ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი, რომელიც დააკავშირებს 4 დონეს და ბოლო სართულის ტერასებს.