ქუთაისი
2017
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
ობიექტის დინამიური ზედაპირი როგორც კონცეპტუალურად, ასევე ფუნქციურად, იმეორებს თვითმფრინავისათვის დამახასიათებელ ფორმებს. ამის საშუალებით ახდენს ტერიტორიაზე არსებული კლიმატური გარემო ფაქტორებისაგან ბუნებრივად თავის არიდების შესაძლებლობას. გათვალისწინებულია მზის ორიენტაციის სეზონური დახრილობა, ზამთარში სხივი აღწევს შენობაში, ხოლო ზაფხულში – ეცემა სახურავზე. ამ ხერხით ხდება მდგრადი არქიტექტურისათვის დამახასიათებელი პირობის – ბუნებრივი მიკროკლიმატის შექმნა შენობაში, სახურავში მოწყობილი ღიობების საშუალებით ხდება ცხელი და ცივი ჰაერის ნაკადების ცირკულაცია. შენობის ინტერიერი უზრუნველყოფილია როგორც ბუნებრივი განათებით, ასევე – განიავების სისტემით მთელი დღის განმავლობაში. შენობის ფორმის დინამიური კომპოზიცია ვიზიტორს გამშვები ტერმინალის ხასიათს წარმოუჩენს როგორც თვითმფრინავის ჰაერში ასვლისა და მისკენ ამავალი რელიეფის სახეს. საპროექტო შეთავაზება: სარკინიგზო ხაზის აეროპორტის წინ გადმოტანის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს არსებული სადგურის გადატანა აეროპორტიდან 500მ.-ის მანძილზე. მიმოსვლა შესაძლებელი იქნება როგორც სამანქანო, ასევე საქვეითო ხიდი-ესკალატორის საშუალებით.
აღნიშნული შეთავაზების მიხედვით შენარჩუნდება აეროპორტის არსებული ლანდშაფტი და ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსური დანახარჯები. რკინიგნის ხაზის გასვლა მოცემულ მონაკვეთზე აუარესებს არსებული აეროპორტის ლანდშაფტსა და პარკირების სისტემას, როგორც ესთეტიური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. რკინიგზის ხაზის გადაკვეთა საავტომობილო გზასთან აფერხებს როგორც ქუთაისისკენ, ასევე აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრთა ნაკადის მოძრაობას. რკინიგზის ხაზის მოცემული სქემის მიხედვით საკმაოდ მცირდება არსებული ტბის მოცულობა, რასაც ესთეტიურობის გარდა გააჩნია სახანძრო რეზერვუარის ფუნქცია. დასკვნა: სარკინიგზო ხაზის აეროპორტის წინ შემოყვანის პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი როგორც ფინანსური, ასევე ესთეტიური და პრაქტიკული თვალსაზრისით.