0
კოჯორი
2014
წარმოდგენილია საკონცერტო დარბაზის შენობის არქიტექტურული ესკიზური პროექტი, რომელიც მოიაზრება ქ.თბილისის შემოგარენში, წავკისის ველის სამხრეთიდან არსებულ მწვანე ზონაში. გათვალისწინებულია “ბიოლი-ველნესის’’ დასვენების კომპლექსისთვის. საკურორტო ზონის განვითარების პროგრამის თანახმად, საკონცერტო დარბაზი გამიზნულია დამსვენებლთა ძირითადი კონტიგენტისათვის და ის განთავსებულია ასევე ამავე სქემის თანახმად დაპროექტებელ სასტუმრო კოტეჯების სიახლოვეს. პროექტის კონცეპციაში გათვალისწინებულია, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტისა და კლიმატური გარემოს პირობები, ასევე განვითარებების პროგრამით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურების ინფრასტრუქტურა. იმის გამო, რომ “ბიოლი ველნესი” გულისხმობს ემოციური და ფსიქოლოგიური კომფორტის განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას, ყურადღება გამახვილებულია საკონცერტო დარბაზის და მისი ფუნქციური ზონის მოხერხებულ და ეფექტურ ორიენტაციაზე ქ. თბილისის მხარეს. მნიშვნელოვანია ვიზუალური ინტეგრაცია ლანდშაფტურ გარემოსთან, რისთვისაც აქტიურად გამოყენებულია შემინული ფასადები სამი მხრიდან, ხოლო მეოთხე ფასადს წარმოადგენს რელიეფთან შერწყმული ქანობიანი სახურავი, რომელიც თავის მხრვივ წარმოადგენს “მწვანე სახურავს” საპროექტო შენობა გეგმაში წარმოადგენს მართკუთხედს, რომელიც გაყოფილია ფუნქციურად ორზონად: ერთ ზონაში განთავსებულია ტერასულად სამაყურებლო სივრცე (ტრიბუნის ფუნქციით) და მეორე ზონა –საკონცერტო დარბაზი (სივრცე), რომელიც შედარებით დაბალ ნიშნულზეა განთავსებული ჩრდილოაღმოსავლეთის მხარეს.