1500 მ²
ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი (ჭოროხის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთი)
2015-2016
აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია არის პროექტი „ახალი ტფილისის“ ნაწილი, რაც გულისხმობს შენობების გარე ფასადების, შიდა ეზოების, სახურავების და ფასებული შიდა სივრცეების, სადარბაზოების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, ასევე შენობების სტრუქტურულ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ყოფ. ფოსტის შენობისა და თეატრალური ინსტიტუტის შენობების შიდა ეზოების დაკავშირება, რაც საბოლოო ჯამში საფეხმავლო კავშირს გააჩენს ჭოროხის ქუჩასა და წერეთლის ქუჩებს შორის. ამგვარი კავშირები დამახასიათებელია ამ არეალისათვის და წარმოადგენს ისტორიული ხასიათის აღდგენის მცდელობას. სულ ჩვენი საპროექტოს მიერ დამუშავდა 6 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი და 1 ახალი კომერციული ფუნქციის ერთსართულიანი შენობის პროექტი.