43100 მ²
ჭავჭავაძის 1 ჩიხი. ნაკ. 05/176, 05/189
2016
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, მ.კალანდაძე, დ.რუსიტაშვილი
პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული კორპუსის რეკონსტრუქცია და ფუნქციის შეცვლა, კერძოდ შენობას დაემატება ორი სართული და აქ განთავსდება სასტუმრო სპორტსმენებისათვის 40 ნომერზე. სასტუმრო მოემსახურება საჩოგბურთო კომპლექსს შეჯიბრებისა და შეკრებების პერიოდში. გაუქმებული გასახდელები გადავა ტრიბუნების ქვეშ მდებარე სარდაფის სართულზე. საჩოგბურთო კომპლექს ჩრდილოეთის მხრიდან დაემატება ორი დახურული კორტი, რაც გაზრდის კომპლექსის რესურსს ზამთრის პირობებში. ღია კორტების მიმდებარედ საყრდენი კედლის გასწვრივ განთავსდება მრავალფუნქციური ოთხსართულიანი შენობა, სადაც -1 სართულის დონეზე (446,60 ნიშ,) განთავსდება რეცეფცია, გასახდელები, დახურული აუზი და საპროცედურო ოთახები, 0 სართულზე ფიტნეს დარბაზი, +1 სართულზე სასტუმრო (15 ნომერი) +2 სართულზე კაფე. ამ შენობას სამხრეთიდან ესაზღვრება ღია საცურაო აუზი, სადაც გამოსვლა შესაძლებელია დახურული აუზიდან. საპროექტო ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში გათვალისწინებულია საოფისე კომპლექსის მშენებლობა, რომელიც შედგება:
-3 და -2 დონე მიწისქვეშა ორ სართულიანი ავტოფარეხისაგან 300 მანქანაზე. -1 დონეზე განთავსდება მაღაზიები, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. 0 დონეზე ჰოლი , რეცეფცია, საოფისე ფართები +1 – +4 დონეზე განთავსდება საოფისე ფართები მწვანე ტერასებით. პროექტი ითვალისწინებს: ტერიტორიაზე მდებარე საჩოგბურთო კომპლექსის დახვეწას და ადაპტაციას მზარდ მოთხონებთან მიმართებაში. ჩოგბურთის, როგორც სპორტის და ამ კონკრეტული სპორტული კომპლექსის განვითარებისათვის აუცილებელი დამატებითი ობიექტების მოწყობას და/ან არსებულის რეკონსტრუქციას; დამატებითი სპორტული პროფილის ობიექტის – ფიტნეს კომპლექსის და საცურაო აუზების მშენებლობას და მათ მართვას პროფესიონალური ოპერატორის მიერ; მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი კლასის საოფისე შენობების მშენებლობას; ტერიტორიის კეთილმოწყობას, ლანდშაფტის და დაგეგმარებული შენობების გამწვანებას და კომფორტული “მიკროკლიმატის” შექმნას; ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მაქსიმალურ გამოყენებას უკლებლივ ყველა ობიექტის ფუნქციონირებისათვის და ამით ჩვენს კონტრიბუციას თბილისის ეკოლოგიური სისუფთავის საკითხში; სპორტული და ბიზნეს პარკის კომპლექსის სრულად უზრუნველყოფას ტექნიკური და ფუნქციური ინფრასტრუქტურით;