KA

სასტუმრო ბათუმში

2545 მ²

აბაშიძის და თავდადებულის კვეთა, ბათუმი

2018

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ. სულაბერიძე, მ. კალანდაძე, მ. გეგეშიძე, დ. რუსიტაშვილი, ნ. ჭეიშვილი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. ბათუმის მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ არეალში. ტერიტორიაზე განთავსებულია სამი და ერთსართულიანი შენობები, სამსართულიან შენობას აქვს სარდაფი რომელის იატაკი მიწის დონიდან განთავსებულია ორი მეტრის სიღრმეზე. პროექტის მიხედვით იგეგმება არსებული შენობების რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია. რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში განთავსდება მაღალი კლასის სასტუმრო. სარდაფში განთავსდება სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსები, პირველ სართულზე იფუნქციონირებს ლაუნჯი, რეცეფცია და რესტორანი. რესტორანი მოემსახურება სასტუმროს და გარედან შემოსულ სტუმრებს. სასტუმროს მეორე-მეხუთე სართულებზე განთავსდება 26 ერთეული საცხოვრებელი ოთახი, სასტუმრო აღჭურვილი იქნება ცეცხლისა და კვამლისგან დაცვის საშუალებებით და გათბობისა – გაგრილების სისტემით.