KA

სასტუმრო ბაკურიანში

6000 მ²

დაბა ბაკურიანი, კოხტის ძირი

2017

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, რ. ხეცურიანი, ჭ. ხოსიაური, ტ. მიქაუტაძე, ი. რამიშვილი

დაბა ბაკურიანში, კოხტის ძირში მდებარე საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საკურორტო ფუნქციის სასტუმრო კომპლექსის განვითარება. კომპლექსის მთავარი შენობა 4-5 სართულიანია (64 სასტუმროს ნომრით), რომელიც რელიეფზე ვითარდება სიმაღლის მიხედვით და ჰარმონიულად ერწყმის არსებულ გამწვანებას. არქიტექტურული იერსახით შენობა გადაწყვეტილია „შალეს“ სტილში. შენობის გრძივი, ტერასობრივი განვითარება დამსვენებელს ულამაზესი ხედებით დატკბობის შესაძლებლობას აძლევს. გამწვანებულ ნაწილში მდებარე მსუბუქი კონსტრუქციის სასტუმრო კოტეჯები (6 ნომერი) კი ბუნებასთან მეტი სიახლოვისთვისაა განთავსებული. შენობის პირველი და მეორე სართულის ნაწილი, საზოგადოებრივი ფუნქციისაა, სადაც გვხვდება: ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ბოლო სართულზე დახურული აუზი მოიაზრება, ხოლო სასტუმროს სხვა ნაწილებში ტიპიური ნომრები. მთავრი გზის გასწვრივ ღია ავტოსადგომების და ბურანების გასაჩერებელი ადგილები მოიაზრება.