7662 მ²
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის #178
2014-2016
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, გ.მახარაშვილი, ს.ლობჟანიძე, ნ.ჩხარტიშვილი, დ.რუსიტაშვილი
ტერიტორია მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე (მუს. კომედიის თეატრის მიმდებარედ). ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები სხვადასხვა დროს იქნა აშენებული. ისტორიული კვლევის საფუძველზე დაყრდნობით აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე 3 სართულიანი ყოფილი ინსტიტუტის შენობა შედის ქალაქ თბილისის დაცული ძეგლების ნუსხაში. ჩვენ მიერ წარმოდგენილ არქიტექტურულ პროექტში მთლიანად ვინარჩუნებთ ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობას, ხოლო მოგვიანებით აშენებული სასწავლო შენობის ნაცვლად ვაპროექტებთ ცხრა სართულიან სასტუმროს ახალ შენობას, მინით შემოსილი მსუბუქი ფასადით, რომელიც ფონად დაედება ძეგლად აღიარებულ შენობას და ჩვენი აზრით არ დაარღვევს განაშენიანების იერსახეს. კომპლექსში განთავსდება იბისის ბრენდის 150 ნომრამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურით.