5800 მ²
მესტიის რაიონი, სვანეთი
2014
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, გ.მეტრეველი, რ.ხეცურიანი, დ.რუსიტაშვილი, ს.ლობჟანიძე, ტ.მიქაუტაძე
სვანეთში სასტუმროს შენობის დაპროექტებას მთავარ ლაიტმოტივად ახლდა სვანური სამშენებლო კულტურა, დამყარებული რეგიონალურ განსხავვებებზე, გავლენებზე და გამოცდილებებზე. სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მაფორმირებელ ფაქტორს წარმოადგენს ენერგო-დაზოგვა და ეკოლოგიური ბალანსი. ბუნებრივმა ექსტრემალურმა კლიმატურმა და გეოგრაფიულმა (ტოპოგრაფია) პირობებმა ჩამოაყალიბა ადგილობრივი სამშენებლო კულტურა და ესტეთიკა, რაც დღესაც კიდევ უფრო აქტუალური ხდება. წარმოდგენილი პროექტის უმთავრესი კრიტერიუმი ჩვენი აზრით არის ტრადიციის და თანამედროვეობის გრძელვადიანი ინტეგრაცია არქიტექტურის, ხელოსნობის, მდგრადობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით. ყველაფერი ზემოაღნიშნული უნიკალური განლაგების და ხედების გათვალისწინება იყო მთავარი ამოცანა პროექტირების დროს. შენობა (პროექტის მიხედვით) გეგმაში შედგება ორი ფლიგელისაგან, რომელთაც აქვთ კავშირი მარტივი ოთკუთხედის ფორმის „ბლოკით“. ფლიგელები ერთმანეთის მიმართ კუთხით ისეა განლაგებული რომ საერთო ჯამში ქმნიან საინტერესო სივრცეს, რომელიც ჩვენ პირობიტად გავყავით შიდა და გარე ეზოს ფუნქციებით. ამავე ფლიგელებშია, ძირითადად განთავსებული სასტუმროს შემადგენლობაში საჭირო ყველა თემა და სივრცე. ხოლო მათი დამაკავშირებელ ბლოკში კი ძირითადად საკომუნიკაციო საშუალებები – ლობი; რეცეფცია; ბარი; ლიფტები, კიბეები.