KA

ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში

6148 მ²

ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას #12/14 ქუჩათა კვეთაზე, ბათუმი

2014-2016

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

არტსტუდიო პროექტი

საპროექტო შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. პროექტით გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და საცხოვრებლად ადაპტირება. შენობა მდებარეობს ქ. ბათუმის ისტორიულად ჩამოალიბებულ უბანში რომელსაც ერქვა ,, აზიზიე,, . ამ უბანის განაშენიანება წარმოადგენდა ერთ ან ორსართულიან ნაგებობებს.

ძეგლზე 2010 წელსდოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითს ჩატარებულ კვლევაში (ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი), ირკვევა რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში შენობა ეკუთვნოდა პირველი გილდიის ვაჭარსპ. ო. შპოლინსკის, რომელიც ებრაელთა სინაგოგის ხაზინადარი იყო. შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო მაღაზიები, ხოლო მეორეზე ბანკი. შენობის მდებარეობა ორი ქუჩის კვეთაზე,განსაზღვრავს მის ურბანულ მნიშვნელობასმის. ასეთი მდებარეობა,ხელს უწყობს შენობისფასადის ერთდროულ და დინამიურ აღქმას. 2010 წელს შენობის ფასადს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ინტერიერზე არ ჩატარებულა სარესტავრაციო სამუშაოები. ინტერიერში შეგიძლიათ ნახოთ ძველი კარნიზები და იმ დროისათვის დამახასიათებელი დიზაინის შიგა კარები,შემორჩენილია ჩაშენებული თუჯის ღუმელები, ყოველივე ეს საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ იმ დროინდელი გარემო. დავაფასოთ ის ოსტატობა რომელზე დარდნობითაც შეიქმნა აღნიშნული ძეგლი. ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები მოიცავს შიდა სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გათვალისწინებულია არაექსპლუატირებადი მანსარდის რეკონსტრუქცია დამანსარდული ტიპის ბინის მოწყობა, ამისათვის ფასადის ორივე მხარეს სახურავში მოეწყობა სამერცხლულები ფრანგული აივნით.ძეგლის მიმდებარედ გათვალისწინებულია, ახალი შენობის აშენება საცხოვრებელი ფუნქციით. ესკიზის დამუშავების პროცესში მოისინჯა მანსარდის და ფასადებისსხვადასხვა ვარიანტი. ჩვენ შევეცადეთ პროექტისადმი ჩვენი მიდგომით, არ დაგვერღვია ისტორიულადჩამოყალიბებული ურბანული გარემო. ამ მიზნის მისაღწევად, თანამედროვე მასალების გამოყენებით გავიმეორეთ კულტურული ძეგლის არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია. კულტურული ძეგლის და ახალი შენობის დაკავშირება მოხდება გადახურული საერთო სივრცით, სადაც განთავსდება რეცეფცია და რესტორანი. გადახურვაზე მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე. აღნიშნული პროექტის განხორციელება შესძენს ახალ სიცოცხლეს სარეაბილიტაციო შენობას.