5360 მ²
ჭავჭავაძის 1 ჩიხი. ნაკ. 05/176, 05/189
2013-2014
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
მ.კალანდაძე, გ.მახარაშვილი, დ.რუსიტაშვილი, ნ.გრიგოლაშვილი, ნ.ჭრელაშვილი, ნ.კობახიძე სტრუქტურული ნაწილი შპს ‘კუბიკონი’ მექანიკური, ელექრო და წყანგაყვანილობის სისტემები ო.ალოიანი
2013 წელს, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა ტენდერი საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. გამარჯვების შემდეგ ჩვენ გვერგო პატივი დაგვეპროექტებინა საჩოგბურთო კომპლექსი. პროექტირების პერიოდში აქტიურად გავდიოდით კონსულტაციებს საორგანიზაციო კომიტეტთან და ჩოგბურთის ფედერაციასთან. ტერიტორიის წინასწარი კვლევამ და რელიეფის სირთულემ ჩამოაყალიბა დღევანდელი კომპლექსის გეგმარება. რელიეფმა მოგვცა საშუალება კორტები განგვეთავსებინა ტერასულად. კორტების ტერასულმა განლაგებამკომპლექს შემატა გარკვეული ქარიზმა. აღსანიშნავია რომ,კომპლექსი კარგად წარმოჩინდება ხეობის ზედა ხედებიდან (ვაკიდან და საბურთალოდან). კომპლექსში შედის ცხრა ღია და ორი დახურული კორტი, ავტოსადგომი 74 მოსარგებლეზე, ადმინისტრაციული შენობადატრიბუნა 700 მოსარგებლეზე. დახურული კორტი წარმოადგენს ხის თაღოვან სტრუქტურას რომელზეც დაჭიმულია მემბრანა. ამ ტიპის ნაგებობაში თავსდება ორი მყარსაფარიანი კორტი და ასწყობი ტრიბუნა 400 მოსარგებლეზე. დახურული კორტის გასახდელები განთავსებულიაადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზედა დაკავშირებულია ორი გასასვლელით კორტთან. გასახდელები ემსახურება მეორე სართულზე განთავსებულ ფიტნეს დარბაზს. მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებულია საოფისე ოთახები ჩოგბურთის ფედერაციისათვის. ტრიბუნების ქვეშ არსებული სივრცეებში, განთავსებულიაგასახდელები ღია კორტებისათვი,ოთახები სამედიცინო პერსონალისათვის, მსაჯისათვის და მწვრთნელისათვის. აქვეა განთავსებული ოთახი პრესისა და ტელევიზიისათვის. კომპლექსმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა ზაფხულის 2015 წლის ახლგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრების დროს.