600 მ²
დაბა ბაკურიანი, კოხტის ძირი
2017
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
რ. ხეცურიანი, ტ. მიქაუტაძე, ი. რამიშვილი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაბა ბაკურიანში, კოხტაგორისკენ მიმავალ გზასთან, სადაც გათვალისწინებულია სპორტ-სკოლის განვითარება. შენობის ერთი მოცულობა ორქანობიანი ორსართულიანი, ხოლო მეორე მოცულობა ასევე ორქანობიანი ერთსართულიანია. ეს ორი მოცულობა ერთმანეთის მიმართ მართობულად მდებარეობს და დაკავშირებულია ერთსართულიანი მცირე მოცულობით, დერეფნით, რაც ვიზუალურად და ფუნქციურად ყოფს ამ ორ მოცულობას. ორ მოცულობას შორის კი განთავსებულია ხის ტერასები, პერგოლები, რაც ვითარდება და გადადის ლანდშაფტში. საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები, რომელიც სრულად ნარჩუნდება პროექტის მიხედვით. ორსართულიან შენობაში განთავსებულია დამხმარე სათავსები, მწვრთნელებისა და ბავშვების საძილე ოთახები, ხოლო ერთსართულიან შენობაში სასადილო, მოსასვენებელი და დამხმარე ოთახები მდებარეობს.