KA

ოლიმპიადა

0

თბილისი

2012

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, მ.კალანდაძე, მ.გეგეშიძე

2012 წელს ,, ევროპის ახალგაზრდული 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი,,-ს საორგანიზაციო კომიტეტმა შეისწავლა თბილისში არსებული სპორტული ობიექტები, რათა გამოვლენილიყო იმ ობიექტების ნუსხა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შეჯიბრების ჩატარება. კვლევის არქიტექტურულ ნაწილში მონაწილეობდა ,,არტსტუდიო პროექტი,,- ის თანამშრომლები. ჩატარდა ობიექტების წინასწარი აზომვითი სამუშაოები. შენობებს ჩაუტარდა ზოგადი კვლევა სტრუქტურული და საინჟინრო ნაწილში. ყველა შესწავლილ ობიექტზე შეიქნა ინტერიერის და ექსტერიერის წინასწარი ესკიზი. აღსანიშნავია რომ, პროექტში მონაწილეობა საინტერესო იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით. შესწავლილი ობიექტების ნუსხაში შედიოდა; 1. ორთაჭალაში საჩოგბურთო კომპლექსის რეკონსტრუქცია (ტრიბუნის და საშეჯიბრო მოედნის მდებარეობის განსაზღვრა). 2. საწყალოსნო კომპლექსი ,,ოლიმპიკი,, ორთაჭალაში ( დამატებით აუზის მიშენების ვარიანტი). 3. გლდანის ხელბურთის სკოლა. 4. ძიუდოს აკადემია დიღმის მასივში. 5. ვერის საკალათბურთო დარბაზი. 6. სპორტის დებარტამენტის დარბაზი ვაკეში. 7. სპორტის სასახლე. შემუშავდა ტანვარჯიშის სასახლის კონცეპტუალური პროექტის ორი ვარიანტი.შესწავლილ იქნა სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების მოთხოვნები, სპორტული ნაგებობებისა და საშეჯიბრო მოედნების მიმართ.