2400 მ2
ქ.თბილისი, გორგასლის ქუჩა N75
2014-2015
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
ტ.მიქაუტაძე, ს.ლობჟანიძე, გ.მაისურაძე, თ.გორგასანიძე, ნ.ოსტაპენკო სტრუქტურული ნაწილი შპს. “არკონ ჯგუფი” მექანიკური, ელექრო და წყანგაყვანილობის სისტემები ო.ალოიანი პროექტი წარმოადგენს სამი სხვადასხვა ფუნქციის მქონე (სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზი) შენობისგან შემდგარ ებრაულ საგანმანათლებლო კომპლექსს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და კრწანისის ქუჩის მიმდებარედ, კომპოზიცია განვითარებულია ისრაელის ერთ-ერთ სიმბოლოზე – დავითის ვარსკვლავზე. შენობების განლაგება ქმნის შიდა ეზოს. ვარსკვლავის ფორმა წარმოადგენს შიდა ეზოს ცენტრს და ქმნის სწორკუთხოვან ფორმას, რომლის დანაყოფებს გეგმაზე ენიჭება აზრობრივი დატვირთვა. ვარკსვლავის სხადასხვა კუთხე ემთხვევა შენობების შესასვლელებს, რაც ამარტივებს შიდა ეზოში გადაადგილებას. იგი ორგანულად და ფუნქციურად აკავშირებს ერთმანეთთან ნაგებობებს და საბოლოო ჯამში ქმნის ერთიან საგანმანათლებო კომპლექსს.