KA

მრავალფუნქციური შენობა მარშალ გელოვანის გამზ. N1-ში

5800 მ²

თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N1

2015

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, ლ.ჩიქოვანი, დ.რუსიტაშვილი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ვაკე-საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება საქალაქო მნიშვნელობის გზებს: მ. გელოვანის გამზირსა ა. ბაქრაძის ქუჩებს. ესკიზური პროექტის მიხედვით საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია 15 სართულიანი მრავალფუნქციური შენობის დაგეგმარება. რელიეფიდან გამომდინარე მ. გელოვანის გამზირის მხრიდან შენობა 12 სართულიანია, ხოლო ა. ბაქრაძის ქუჩის მხრიდან – 15. -3 და -2 სართულებზე დაგეგმილია ავტოსადგომის მოწყობა, -1 და 1 სართული იქნება – კომერციული, მე-2 სართულზე განთავსდება ფიტნეს ცენტრი, ხოლო დანარჩენი სართულები მთლიანად საოფისე ფუნქციისაა. შენობის ფასადები ძირითადად შემინულია, ყრუ კედლები კი მოპირკეთებულია დეკორატიული საფასადე ფილებით. ესკიზური პროექტი შეთანხმებულია ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015წელს.