2040 მ²
ძოწენიძის ქ. #9, თბილისი
2012
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, გ.მახარაშვილი, დ.რუსიტაშვილი
საპროექტო შენობა ყოფს ნაკვეთს ორ ნაწილად და ქმნის შიდა და წინა ეზოს. შიდა ეზო იზოლირებულია და წარმოადგენს მწვანე, დეკორატიულ სივრცეს; წინა ეზო ესაზღვრება ძოწენიძის ქუჩას და წარმოადგენს ნაწილობრივ გადახურულ სივრცეს შუშის სახურავით. წინა ეზოში მოეწყობა დაცვის ჯიხური ტუალეტით და ნაგვის კონტეინერი. მთლიანი ნაკვეთის გარშემო მოეწყობა ღობე. ქუჩის მხრიდან, წინა ეზოს გადახურვას ექნება დამატებით ლითონის ღობე. ახალი საელჩო იქნება 5-სართულიანი შენობა. 1 სართული მდებარეობს უკანა ეზოს დონეზე, 2 სართული -წინა ეზოს დონეზე, ხოლო 3 სართული -ძოწენიძის ქუჩის დონეზე.