1680 მ²
ოკაცეს (კინჩხა) ბუნების ძეგლის ტერიტორია
2017
საპროექტო გუნდი:
ArtStudio Project
გ. სულაბერიძე, ს. რამიშვილი, ა. რეხვიაშვილი, მ. კალანდაძე, ჭ. ხოსიაური, მ. გეგეშიძე, ვ. ხელაშვილი სტრუქტურული ინჟინერი ლ. აბაშიძე
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სოფელ კინჩხაში. პროექტი მიზნად ისახავს საპროექტო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ბუნების ძეგლის დაცულობის და ვიზიტორების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების მიხედვით. პროექტის კონცეფცია მდგომარეობს იმაში რომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ძეგლის დაცულობის ხარისხის ამაღლება, მოხდეს გარემოში მინიმალური ჩარევებით. ტექნიკური დავალებიდან და წინასაპროექტო კვლევებიდან გამომდინარე, სადაც შესაძლებელია პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ მასალებს და მცირე არქიტექტურულ ფორმებს.
ვიზიტორთა ცენტრი – შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა შედგება ლითონის შველერებისგან, რომლებიც აწეული არიან მიწის დონიდან და ეყრდნობიან ლითონის მილებს, რომლებსაც თავის მხრივ გააჩნიათ რკინაბეტონის საძირკვლები. კონსტრუქციი გასაძლიერებლად ასევე გამოყენებულია ვერტიკალური კავშირები შველერებს შორის, ესენია ლითონის კვადრატული მილები. ფასადები მოპირკეთებულია ზოლოვანი მეტალის ფურცელით, რომელიც დამუშავებულია ანტიკოროზიული ხსნარით და შეღებილია მწვანე ფერის საღებავით. ტურისტების კომფორტული გადაადგილებისთვის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საფეხმავლო ხიდები და კიბეები.