387 მ²
თეთრიწყაროს რაიონი, დაბა მანგლისი, საქართველო
2015
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ. გეგლელაშვილი, მ. რურუა, მ. ლორთქიფანიძე სტრუქტურული ნაწილი შპს ‘კუბიკონი’ მექანიკური, ელექრო და წყანგაყვანილობის სისტემები ო.ალოიანი
შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა და მდებარეობა წარმოდგენს ჩრდილოეთის მხრიდან არსებული ხეივნის გაგრძელებას მოპირკეთებული მისასვლელი გზით, რომელიც ყოფს და ასევე აკავშირებს შენობის ორ დამოუკიდებელ სივრცეს. საპროექტო ობიექტის იერსახე ეხმიანება გარემოს ესთეტიკას და მაქსიმალურად შერწყმულია ადგილობრივ ლანდშაფტთან. აღნიშნულ ორ სივრცეს შორის გამყოფი შესასვლელი ზაფხულში იქნება გაღებადი სივრცე გამჭოლი განიავებით, ხოლო ზამთარში დაიხურება და შეინარჩუნებს ტემპერატურას. შენობის ფასადები მოპირკეთებულია ვერტიკალურად, ბუნებრივი ხის პანელებით. სახურავის ფორმა მორგებულია ადგილობრივ კლიმატთან. გათვალისწინებულია შენობის ენერგოეფექტურობა, პასიური და აქტიური მზის გადაწყვეტები და ბუნებრივი ვენტილაცია.