KA

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გრიშაშვილის ქუჩაზე

41220 მ²

თბილისი, გრიშაშვილის ქ -32

2007-2008

გუნდი

არტსტუდიო პროექტი (ASP_Team)

გ. სულაბერიძე, რ. ხეცურიანი, ჭ. ხოსიაური, ვ. გულიაშვილი

შენობა განთავსებულია ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში. ობიექტი ესაზღვრება მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რაც სახლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია უნიკალური ხედების გათვალისწინებით. შენობის სტილისტიკა და არქიტექტონიკა ითვალისწინებს უბნის ძველ (უნიკალურ) არქიტექტურას (ხის აივნები, აგურის და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ფასადები, დიდი ტერასები).

გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ფასადი შედარებით მკაცრია, ხოლო აღმოსავლეთ ფასადი, რომელიც ხედებზე არის ორიენტირებული იმეორებს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი აივნებისა და ტერასების განწყობას.