4 ჰა
წურწუმიას ქუჩა, ქ. თბილისი
2010
გუნდი
არტსტუდიო პროექტი (ASP_Team)
გ. სულაბერიძე, გ. ჭუმბურიძე, ა. მამულაშვილი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გარე ავლაბარში. ქალაქგეგმარებითი ანალიზის საფუძველზე ბუნებრივად ჩამოყალიბდა სამი კვარტალი, რომელიც დიდ პოტენციალს იძლევა ჯანსაღი და უბნისთვის დამახასიათებელი მასშტაბის მქონე განაშენიანების განვითარებისთვის.
არსებული შენობების პარალელურად სამხრეთის მხარეს გათვალისწინებულია საზოგადოებრივი საფეხმავლო ქუჩის განვითარება. პროექტის ავტორების მოსაზრებით ავლაბრის ცენტრში შეიქმნება საინტერესო ურბანული სივრცე (რომელიც ისტორიული „საგზლის მოედნის“ გეგმარებითი სივრცის აღდგენაც იქნება), რომელიც გარკვეულ განვითარების იმპულსს მისცემს არამარტო საპროექტო ტერიტორიას, არამედ გარე ავლაბრის მიმდებარე უბნებსაც.