KA

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში

887 მ²

ოქროყანა

2012-2013

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ. სულაბერიძე, მ.მურვანიძე, ჭ. ხოსიაური

საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქ.თბილისის სამხრეთ-დასავლეთით,სოფელ წავკისში.საპროექტო ტერიტორია ზღვის დონიდან 830 მეტრზეა განლაგებული,შენობის აბსოლიტური (საპროექტო) ნიშნული ±0.00=835.0 აქედან გამომდინარე ნაგებობა განისაზღვრა ნაკვეთის შუა ნაწილში -შემაღლებულ ფერდობზე, რომელიც გადაჰყურებს თბილისს. საცხოვრებელი სახლი 3 სართულიანია, IV სართულზე ექსპლუატირებული ტერასით. -1 სართული შედგება: ავტოსადგომის, მარანის, საუნისა და ფიტნესის ოთახისაგან. I სართულზე განთავსებულია საერთო ოთახი-სასადილოსა და სამზარეულოსთან ერთად და სამუშაო ოთახი. II სართული საძილე ოთახებისთვისაა განკუთვნილი. პროექტით გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა, რაც გამოიხატება, პერგოლების, წყლის სარკის, მოკირწყლული ბილიკების და გამწვანებული მოსასვენებელი ადგილების მოქყობით.