4797 მ²
ქ. თბილისი, ფერდობი ნუცუბიძე, IV მ/რაიონი, ლისის ტბის მიმდებარედ.
2014-2015
გუნდი
არტსტუდიო პროექტი (ASP_Team)
გ. სულაბერიძე, მ. კალანდაძე, მ. გეგეშიძე, ე. მალუტაშვილი, ლ. გაბელაია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელებული პროექტი წარმოადგენს, სტუდენტურ ქალაქს - 320 ადგილით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფომ შეარჩია ლისის ტბის მიმდებარედ15 653 კვ. მ მიწის ნაკვეთი. კომპლექსში შედის სამი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. სტუდქალაქის ეზო წარმოადგენს შემოღობილ მიწის ნაკვეთს, რომელიც პირობითად გაყოფილია სამ ნაწილად, აქტიურ (ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივ და სპორტულ), საცხოვრებელ (სამი საცხოვრებელი კორპუსი) და დასასვენებელ (კეთილმოწყობილი ეზო) ზონებად. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია.