KA

ქ. თბილისში, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია.

162 ჰა

თბილისის ზღვა

პარკები ამკვიდრებენ ქალაქების კონკურენტულობას და დიდი წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების პროცესში. თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია დიდი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისათვის. პროექტის მიზანია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია.

დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის შედარებით დაბალი სიმჭიდროვით. ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გაიზარდოს პარკის მიმზიდველობა თბილისის მოსახლეობისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად შენარჩუნდეს და განვითარდეს არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი და გამწვანება. პარკის საერთო ფართი შეადგენს 162 ჰექტარს, საიდანაც 93 ჰექტარი ტყით არის დაფარული.

პროექტი ითვალისწინებს: დამშრალი ტბის აღდგენას და მის გამოყენებას პარკის სარწყავი სისტემის ფუნქციონირებისათვის, ყველა არსებული ბილიკის თუ საფეხმავლო გზის აღდგენას და ველობილიკის მოწყობას, წყლის შადრევნების განთავსებას სხვადასხვა ადგილებში, გარემო პირობების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო, სპორტული სივრცეების განთავსებას, ნებისმიერი ასაკის ბავშვების აქტიური დასვენებისათვის სათამაშო მოედნების მოწყობას.