KA

მუხრანის განაშენიანების რეგულირების გეგმა

141,6 ჰა

მუხრანი

2018

პროექტი მომზადებულია მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის ინიციატივითა და დაკვეთით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით – საპროექტო ორგანიზაცია შპს „არტსტუდიო“-ს და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სოფელ მუხრანის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა (შემდგომში მუხრანის გრგ) მიზნად ისახავს, გრგ-ს წინასაპროექტო კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მიმართულებების და ხედვის ეტაპზე დეკლარიებული მიზნების მიღწევას: მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის ჯანსაღი, ღირსეული, მიმზიდველი და უსაფრთხო ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული და ფუნქციური გეგმარებითი წინაპირობების შექმნა. სოფელ მუხრანის ისტორიული ნაწილის გრგ-ს ძირითადი ამოცანებია: • ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების და მთლიანად ისტორიული განაშენიანების დაცვა და განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა; • საბაზისო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და დაგეგმარება (წყლის და კანალიზაციის); • სტრუქტურული ზონირების, ზოგადი და კონკრეტული უფლებრივი ზონირების და განაშენიანებისა და გამოყენების წესების შექმნა; • ურბანული გარემოს დაგეგმარება, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტურის, პარკების და ღია სივრცეების დაგეგმვა და დაგეგმარება.