KA

გომის მთა

302 ჰა

გომის მთა, გურია

2018

ურორტი გომის მთა მდებარეობს გურიის მხარეში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. გომის მთა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ზაფხულის საძოვრებად და არსებობდა საზაფხულო (სეზონური) დასახლებები. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აქტიური ხდება ამ ადგილის საკურორტოდ გამოყენება და განვითარება.

გომის მთის საკურორტო ტერიტორიის შემოთავაზებული საზღვარი მოიცავს 302 ჰექტარ ტერიტორიას. აღმოსავლეთი საზღვარი გადის ზღ.დ. 2160 მ სიმაღლის მთასა და ხეობაზე, რომელიც მიუყვება აჭარის ა.რ. და გურიის ადმინისტრაციულ საზღვარს; ჩრდილოეთით საზღვარი მიუყვება ტყის საფარის ზედა ზოლსა და ალპური ზონის საზღვარს; დასავლეთით საზღვარი ასევე ძირითადად მიუყვება რეგისტრირებული ტყის საფარის ზედა ზოლს და კვეთს რამდენიმე ხევსა და ოზურგეთი-გომისმთის დამაკავშირებელ გზას; სამხრეთით, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონის ზოლს მიუყვება გომისმთის სარეკრეაციო ტერიტორიის შემოთავაზებული საზღვარი, კვეთს მდინარის ხეობას და შემდეგ მიუყვება გურიისა და აჭარის ა.რ. ადმინისტრაციულ საზღვარს.