6 ჰა
ბათუმი
2016
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
ო.სულაბერიძე, თ.კალომლეწავი, თ.სამხარაძე, ო.თუხარელი, დ.რუსიტაშვილი
პროექტის მთავარი მიზანი და იდეა არის შეიქმნას ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის ცენტრში, რომელიც, თავისი დატვირთვით, გახდება ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის მიზიდულობის კიდევ ერთი საშუალება. კონცეფცია მოიცავს ფესტივალებისა და ღონისძიებების ჩასატარებელ სივრცეებს, ასევე ტერიტორიაზე მოიაზრება შეიქმნას სპორტული, საბავშვო, დასასვენებელი აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანია ტერიტორიის მაქსიმალურად დიდი ნაწილი დაეთმოს გამწვანებულ და სარეკრეაციო ადგილებს, ხოლო სხვადასხვა ფუნქციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყოს ძირითადად მსუბუქი და დროებითი კონსტრუქციებით, რაც საშუალებას იძლევა, სხვადასხვა დროს, ტერიტორიის მარტივი ტრანსფორმაციისთვის. პროექტის განვითარება გათვლილია მოხდეს ეტაპობრივად; საპროექტო დავალებიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე მოიაზრება გზების და ბილიკების მოწყობა; ტერიტორიის დიდი ნაწილის გამწვანება; იგეგმება არსებული ღია პარკინგის გაფართოვება და ახალი ღია პარკინგის ზონის შექმნა – ჯამში 177 მანქანა (აქედან 9 ადგილი შ.შ.მ. პირთათვის გათვლილი) და 4 ავტობუსი; ასევე იგეგმება სპორტული ზონის, ქვიშის მოედნების შექმნა (ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი, ფრენბურთი და სხვა); იგეგმება საფესტივალო ზონაში ხის სცენის მოწყობა და გაბიონის ტიპის საყრდენი კედლებით მცირე ზომის ხელოვნური გამწვანებული ტერასების შექმნა; ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ხე-მცენარეების დარგვა (იხ. დეტ. ჩამონათვალი); ასევე იგეგმება დამატებითი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა: განათების ლამპიონები, სკამები, ნაგვის ურნები და სხვა.