45000 მ²
თბილისი, საქანელას ქუჩა
2010
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, რ.ხეცურიანი, ლ.ყავლაშვილი უცხოელი პარტნიორები Büro Happold Berlin, GRAFT
საპროექტო ადგილი, რომელიც მდებარეობს მდ. მტკვართან, “ვარდების რევოლუციის მოედნის “ ქვემოთ არსებული პარკის მიმდებარედ და შემოსაზღვრულია სანაპიროს ჯებირით და ჯავახიშვილის ქუჩით, ისტორიულად, ის ადგილი, სადაც ჩაედინება უფრო პატარა მდინარე და ხდება მდინარე მტკვრის ნაპირების გაფართოება, ყოველთვის იყო ქალაქის მწვანე ზონის და სასეირნო ადგილების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს მდინარის პირას პარკში ცხოვრების ილუზიას. საცხოვრებელი კომპლექსი ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს- ერთი მხრივ- საკუთარი საცხოვრებელი კორპუსი და მეორე მხრივ- პარკში ცხოვრების ილუზია, არაჩვეულებრივი ხედებით როგორც მდინარე მტკვარზე, ასევე თბილისის ცენტრზე.პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელ კომპლექს სამასამდე განსხვავებული ზომის ბინით, მაღალი ხარისხის გასაქირავებელი ფართებით, მცირე რაოდენობის საოფისე ფართებით და საზოგადოებრივი ობიექტებით. ამ კვარტლის არაჩვეულებრივი მდებარეობის წყალობით ყველა ბინას აქვს ხედი მდინარის ნაპირის გამწვანებულ ტერიტორიაზე. “საქანელას ქუჩა” განახლდა როგორც ფეხით მოსიარულეთა შიდა გასასვლელი შენობების შიგნით გამწვანებულ ადგილას გასაქირავებელი ფართების გასწვრივ, სადაც მდებარეობს აგრეთვე რესტორანი. “საქანელას მოედანი” კი ქმნის ურბანულ პლაზას, რომელიც დაცულია ხიდიდან მომავალი მანქანების მოძრაობისგან და აქვს შესანიშნავი ხედი მდინარის სანაპიროებზე. Pპროექტი ითვალისწინებს საერთო ფართს ყველა მოქალაქისთვის: ცენტრი იქნება ახალი საქანელას ქუჩა- ტერასებითა და რესტორნით, ხედით ყველა მხარეს, ახალი პარკი და მაღაზიები. Aახალ საქანელას ქუჩას აქვს კავშირი უკვე არსებულ ქუჩასთან და მიყვება მას მიმართულებით. ეს კომპლექსი წარმოადგენს “ციცაბო ტიპის” შენობებს, რომელიც გადაყურებს მდინარეს. Aახალი რეკრიაციული ზონა არსებულ პარკთან ერთად წარმოადგენს პროექტის მწვანე ფილტვებს. მდინარის გამწვანებული ზოლი არის შერწყმულია ახალი მშენებლობის ურბანულ კონცეფციაში მდინარის პირას უკვე არსებულ შენობების არქიტექტურულ კონცეფციაში. შენობების ზომები განსაზღვრულია ლანდშაპტური ტპოგრაფიის მიხედვით. დამატებითი ტოპოგრაფია ამ შენობებს ასახავს როგორც პარკის ნაწილს, რასაც უზრუნველყოფს შენობების ფორმა. ბინების გარეთა ასპექტები და მთლიანი კომპლექსის დიზაინი შესაძლებლობას იძლევა შეერიოს მდინარის პირა გარემოს. ამასთან ეს კომპლექსი იძლევა ქალაქის შუაგულში და ამასთან ერთად გამწვანებულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას.