KA

„ხელოსნების“ ქალაქი, ჩარჩო-გეგმა

122 ჰა

გლდანის რაიონი, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და მდ. გლდანულას მიმდებარე ტერიტორია, ქ. თბილისი

2016

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, ო.სულაბერიძე, ა.მამულაშვილი, ლ.ჩიქოვანი, შ.დემეტრაშვილი, თ.კალომლეწავი, თ.სამხარაძე, დ.რუსიტაშვილი

საპროექტო ჩარჩო გეგმის არეალი მდებარეობს გლდანის რაიონში, მოიცავს მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და რკინიგზას შორის მდებარე ტერიტორიას, ფართი -122ჰა-მდე. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით არის მსუბუქი მრეწველობის ობიექტები, ძირითადად სახელოსნოები, თუმცა სამხრეთით მეტროს დეპომდე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ქაოტურად განვითარებულ საცხოვრებელ ზონას. ჩარჩო გეგმის პროექტით წარმოდგენილია მდ. მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების განვითარების კონცეფცია. მარჯვენა სანაპიროზე ე.წ. „ჭალების“ ტერიტორია ძირითადად განვითარდება სარეკრეაციო, სპორტული და გასართობი საზოგადოებრივი ფუნქციით, ხოლო მარცხენა სანაპიროზე განვითარდება მსუბუქი მრეწველობის ობიექტები – „ხელოსნების“ ქალაქი და საცხოვრებელი ზონა. ხელოსნების ქალაქში იქნება სხვადასხვა ტიპის სახელოსნოები: ავეჯის, ხის გადამუშავების, კერამიკული ნაწარმის. მხატვრების და სხვა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია დ. აღმაშენებლის ხეივნისა და დ. სარაჯიშვილის დამაკავშირებელი განივი გზისა და მდ. მტკვარზე საფეხმავლო ხიდების დაგეგმარება.