7630 ჰა
ქ. რუსთავი / საქართველო
2013
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
.სულაბერიძე, ა.მამულაშვილი, ლ.ჩიქოვანი არტსტუდიო პროექტის ქალაქგეგმარებითი სპეციალისტები ვ.კუხიანიძე, გ.მეტრეველი გის მონაცემთა ბაზა თ. წამალაშვილი იურიდიული კონსულტაცია თ. ბოლოთაშვილი
თვითმართველი ქალაქ რუსთავის ურბანული და ეკონომიკური განვითარების მიზნით აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს დახმარებით (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) ის დაკვეთით შპს „არსტსუდიო პროექტის“ მიერ დამუშვდა თვითმართველი ქალაქ რუსთავის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად პრინციპს და მიზანს წარმოადგენს ჩამოყალიბებული განაშენიანების და ქალაქის სტრუქტურის შესაძლებლობების და პოტენციალის განსაზღვრა შემდეგი მიზნის მისაღწევად:
კომპაქტური და განვითარებული ქალაქის შექმნა; სიმჭიდროვისა და ფუქნციების გაზრდა; საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება; ქალაქის უბნების მრავალფუნქციურობის განვითარება; ინდუსტრიული ზონების მოდერნიზაცია და დასაქმებულობის გაზრდა; სრულყოფილი და მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი და ლანდშაფტური სივრცეების შექმნა; სრულყოფილი საზოგადოებრივი და ლანდშაფტური სივრცეების შექმნაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა. საპროექტო გუნდის მიერ პროექტი დაიყო ოთხ ეტაპად: წინა-საპროექტო ეტაპი -კვლევები; განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; უფლებრივი ზონირების რუკა და რეგულაციები.