KA

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ზონის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

1538 ჰა

ურეკი-შეკვეთილი / ოზურგეთის მუნიციპალიტეტი / საქართველო

2015

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, ა. მამულაშვილი, შ. დემეტრაშვილი არტსტუდიო პროექტის ქალაქგეგმარებითი სპეციალისტები ვ. კუხიანიძე, გ. მეტრეველი გის მონაცემთა ბაზა თ. წამალაშვილი იურიდიული კონსულტაცია თ. ბოლოთაშვილი ექსპერტ-ეკოლოგი ჯ. ახვლედიანი ჰიდროლოგი და გარემოს დაცვის სპეციალისტი ჯ. გაბეჩავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით შპს „არტსტუდიო პროექტმა“ დაამუშავა ურეკი-შეკვეთილის სარეკრიაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. საპროექტო გუნდის მთავარი სტრატეგია იყო ტერიტრორიის პოტენციალის სწორად განსაზღვრა, კომპაქტური და სრულყოფილი ტურისტული კომპლექსის შექმნა, ახალი ფუნქციების გაჩენა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ასევე, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი და ლანდშაფტური სივრცეების შექმნა, ადგილობრივი საჭიროებების, სხვადასხვა ჩართული მხარეების მოთხოვნების, საზოგადოებრივი სტრუქტურის და რეგიონალური თუ გლობალური გარემოს ცვლილებების გათვალიწინებით.

„არტსტუდიო პროექტის“ მიერ შესრულებული სამუშაოები დაყოფილია ოთხ ეტაპად: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალებისთვის წინასაპროექტო კვლევა. ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება. ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა და განაშენიანების რეგულირების წესები.