444 ჰა
ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ვარკეთილი-3 ის მიმდებარედ
2013
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, გ.მეტრეველი, ა.მამულაშვილი, ლ.ჩიქოვანი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, თბილისის ზღვის მახლობლად. საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ახალი მაშტაბის და შინაარსის საქალაქო და რეგიონალური ფუნქციის გაჩენას. სპორტული, ტურისტული, სანახაობრივ-შემეცნებითი, სასტუმრო-სარეაბილიტაციო, სავაჭრო, საპარკო, გასართობი ფუნქციების შეძენას და ზონის პერიმეტრთან არსებული ურბანულად ჩამორჩენილი საქალაქო უბნების პრესტიჟულობის გაზრდას, ამ უბნების და თვითონ საპროექტო ტერიტორიის მაქსიმალურ ინტეგრაციას თბილისის ზღვის სარეკრეაციო ზონასთან.