KA

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონცეფცია – კონკურსი

1222222 ჰა

თბილისი, საქართველო

2015

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, ა.მამულაშვილი, გ.მახარაშვილი, ნ.კანდელაკი, შ.დემეტრაშვილი, ო.სულაბერიძე, ლ.ჩიქოვანი, დ. რუსიტაშვილი, გ.გაგოშიძე არტსტუდიო პროექტის ქალაქგეგმარებითი სპეციალისტები ვ.კუხიანიძე, გ.მეტრეველი უცხოელი პარტნიორები AECOM, Metrogramma, MiC საინჟინრო ჯგუფი ზ.ზურაბაშვილი გამა კონსალტინგი ვ.გვახარია, ჯ.ახვლედიანი

სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული იყო კონკურსი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე. კონკურსის მონაწილეებს, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოედგინათ წინასაპროექტო მოსაზრება (ხედვა), რომელიც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, ერთი მხრივ, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე („მდგრადი განვითარება“, „კომპაქტური ქალაქი, ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი“)და მეორე მხრივ, საკუთარ ღირებულებებსა და ტრადიციებზე. ამ მხრივ ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ხედვა ორიენტირებული უნდა ყოფილიყო მის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ უნიკალურობაზე და არსებულ პრობლემებზე.

პროექტში განხილულია : ქ თბილისის ადგილი და როლი, რეგიონში და ქვეყანაშის სისტემაში მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბანის მეტროპოლიის განვითრების მნიშვნელობა და შესაძლებლობა. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული მოწყობა,დაყოფა რაიონებად, უბნებად და სოფლებად. მიწის გამოყენებასთან დაკავაშირებული საკითხების განვითრება. ტრანსპორტთან დაკავშრებული საკითხების განვითრება, მათ შორის ტრანსპორტის განვითრების მოკლევადიანი ხედვა. საცხოვრისთან დაკავაშირებული საკითხების განვითარება ეკონომიკასთან დაკავაშირებული საკითხების განვითარება განსაკუთრებული მნიშვნელობის და მგრძნობიარე ადგილებისა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განვითარება, რომელიც მოიცავს ისტორიულ ზონებს, გამწვანების სისტემას,ასევე ეკოლოგიურ საკითხებს. ბუნებრივ საფრთხეებთად დაკავშირებული საკითხების განვითარება. უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩვენმა კომპანიამ მოამზადა შესაბამისი დოკუმენტი და ჟიურის გადაწყვეტილებით აიღო მეორე ადგილის ჯილდო. ‘ვფიქრობდით, რომ საკონკურსო ხედვა მაქსიმალურად მოკლე და კომპაქტური უნდა ყოფილიყო… გუნდი რომ ჩამოყალიბდა, ყველამ ისეთი ენერგიით და აზარტით იმუშავა, რომ ხედვაც გაიზარდა და გაძლიერდა. ინფორმაცია, იდეები და კონცეფცია გაიზარდა – საბოლოოდ კი პროექტი საკმაოდ დიდი და ტევადი გამოვიდა, მოგვიტევეთ! ჩვენ დიდი სიყვარულით ვიმუშავეთ – ყველას დიდი მადლობა!’ გ. სულაბერიძე თბილისი, საქართველო 31.07.2015