ქ. თბილისი, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით
2015
არტსტუდიო პროექტი – არქიტექტურული ოფისი მდებარეობს მეტრა პარკის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბლოკის ქვედა სართულზე. არქიტექტურული ოფისის დიზაინის მთავარი იდეა და მიზანი იყო მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ე.წ. ‘ღია გეგმარების’ პრინციპის გამოყენებით. პატარა ბიბლიოთეკა, ადმინისტრაცია, ლაუნჯი, საკონფერენციო ოთახი და სამუშაო სივრცე მჭდიროდაა ერთმანეთთან კავშირში რათა წაახალისოს თანამშრომლებს შორის მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის მიმოცვლა. სივრცე დაყოფილია ორ ძირითად დონედ: ზედა დონე მოიცავს პატარა სამუშაო სივრცეს, ადმინისტრაციას, სამზარეულოსა და საკონფერენციო ოთახს, მაშინ როცა ქვედა დონე მთლიანად დიდი სამუშაო სივრცეა. ეს ორი სივრცე ერთმანეთს უკავშირდება პატარა ბიბლიოთეკითა და ლაუნჯით, რომელიც გამოიყენება არაფორმალური შეხვედრებისთვისა და შესვენებისთვის. ქვედა დონე გადის ბაღში, რომელიც მეტწილად რეკრეაციული და სპორტული აქტივობებისთვის გამოიყენება. ბაღში არის მრავალი ხე და უხვი გამწვანება, რაც უფრო მყუდრო გარემოს ქმნის.