KA

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

21800 მ²

კოსტავას ქ., თბილისი

2017

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, გ.მახარაშვილი, მ.კალანდაძე, ტ.მიქაუტაძე, თ.კალომლეწავი, შ.შანიძე, ს.ფხაკაძე, დ.რუსიტაშვილი

საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული ძირითადი შენობის მიმდებარედ. საკონკურსო დავალების მიხედვით დაგეგმილია როგორც არსებული (მესამე კომპუსი) შენობის რეკონსტრუქცია, ისე ახალი მოცულობების გაჩენა. კერძოდ, სარეკონსტრუქციო შენობაში განთავსებულია მესამე პავილიონი, მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი შესაბამისი სათავსებით, რომელთა ზუსტი დაგეგმარება მოხდება პროექტირების შემდგომ ეტაპზე ტექნიკური დავალების დაზუსტების შესაბამისად. ამავე შენობაზე დაშენებულია მეოთხე პავილიონი (დილის სტუდია). პროექტის მიხედვით დაგეგმილია არსებული გარაჟის მოცულობის დემონტაჟი მისი არასაიმედო სტრუქტურული მდგომარეობის და არსებული სქემის მოუხერხებელი განლაგების გამო. მის ადგილზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი როგორც ტელევიზიის მოძრავი სტუდიების (ტპს) ასევე მსუბუქი ავტომანქანებისთვის. გარაჟის ახალ კონსტრუქციაზე განთავსდება პირველი პავილიონი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პავილიონის უკან ავტოსადგომის თავზე შეიქმნა შიდა ეზო, რომელიც გამოიყენება ნაწილობრივ ღია ავტოსადგომად, ნაწილობრივ კი სარეკრეაციო ფუნქციით. ტელევიზიის ახალი შენობა განთავსდა კოსტავას ქუჩიდან შემავალი ჩიხის პარალელურად, სადაც მიწის ქვეშ სამ დონეზე დაგეგმარებულია ავტოსადგომები. სატელევიზიო კომპლექსში ფეხმავლების ძირითადი შესვლა ხდება მესამე კორპუსსა და ახალ შენობას შორის გაჩენილი ატრიუმიანი სივრციდან. აქედან მომსვლელები გადანაწილდებიან კომპლექსის შესაბამის ნაწილში. ძირითად შესასვლელთან განთავსებულია ტელევიზიის მუზეუმი, სადაც შესაძლებლია გარედანაც მოხვედრა. ახალი შენობის პირველ და -1 სართულებზე დაგეგმილია მეორე პავილიონის, ხოლო ზედა სართულებზე – ახალი ამბების სტუდიის განთავსება შესაბამისი საოფისე სივრცეებით. ახალ და არსებულ შენობებს აკავშირებს რამდენიმე გადასასვლელი. ერთ ერთ მათგანთან, მესამე სართულზე დაგეგმილია კაფეტერიის განთავსება. ახალი შენობის სიღრმეში შესაძლოა გაჩნდეს ვერტიკალური მოცულობა, სადაც მოიაზრება ადმინისტრაციისა და საოფისე სივრცეების განთავსება. თუმცა თაუერის გაჩენის გარეშეც შესაძლებელია ამ ფუნქციების გადანაწილება არსებულ და საპროექტო შენობებში.