1600 მ²
მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბელიაშვილის ქუჩა
2015
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, გ.მაისურაძე, ც.ჯაყელი, ა.ჩიკვაიძე, ლ. წაქაძე
გუნდი არტსტუდიო პროექტი გ.სულაბერიძე, გ.მაისურაძე, ც.ჯაყელი, ა.ჩიკვაიძე, ლ. წაქაძე პროექტის ფორმა ისევე როგორც ფასადი არის კომპანიის ინიციალის “H”- ის ფორმის. ორად გაყოფილი ეს ფორმა გვაძლევს შესაძლებლობას გავყოთ ფართები ორ სხვადასხვა (ღია და დახურული) ტიპის ზონებად. ღია ზონები ინტერიერში ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და ამარტივებს კომუნიკაციას თანამშრომლებს შორის. ღია სამუშაო ზონა გვაძლევს ხილულ ღია პროცესში ჩართვის საშუალებას , ამცირებს თანამშრომბლების მიერ ოფისში გადაადგილების დისტანციებს და თითო თანამშრომელზე განსაზღვრულ ფართს. ჩვენ გამოვიყენეთ მასიური ბეტონის კედელი ფასადზე, რომ გაგვესვა კომპანიის ბიზნესისთვის ხაზი, მაგრამ ძირითადად გამოყენებულია მინის ფასადები მზის სინათლის მისაღებად. ფასადზე გამოენებულია ფერფორირებული პანელები გადახურების თავიდან ასაცილებლად. პროექტი შედგება შვიდი სართულისგან. პირველ სართულზე მდებარეობს მისაღები, საბავშვო ბაღი და შიდა მანქანების პარკინგი გათვლილი ექვს მანქანაზე. პირველი სართულის ანტრესოლზე განთავსებულია სასადილო და ბიბლიოთეკა. ზემოთ არსებული ოთხი სართული განკუთვინილია ოფისებისთვის ბოლო სართული კი დათმობილია ფიტნეს დარბაზისთვის. ასევე მოწყობილია სახურავი გამწვანებით. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო გადაგვერჩინა ტერიტორიაზე არსებული ხეები და მოგვრგო არქიტექტურა ბუნებასთან.