KA

ეკონომ კლასის საცხოვრებელი უბანი „სამგორი“

992222 მ²

კახეთის გზატკეცილი, თავდაცვის სამინისტროს IV ბრიგადის ტერიტორია, ქ. თბილისი

2016

გუნდი

არტსტუდიო პროექტი

გ.სულაბერიძე, ო.სულაბერიძე, ა.მამულაშვილი, ლ.ჩიქოვანი, შ.დემეტრაშვილი, თ.კალომლეწავი, თ.სამხარაძე, დ.რუსიტაშვილი

დეველოპერულმა კომპანია „სიმეტრიამ“ გამოაცხადა დახურული კონკურსი ეკონომ-კლასის საცხოვრებელი უბნის არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებაზე. “არსტუდიო პროექტმა“ წარადგინა პროექტი, სადაც გათვალიწინებულია ყველა ის კომპონენტი, რომელსაც საკონკურსო პირობები მოიცავდა. საპროექტოს განსხვავებული მიდგომა არქიტეტურული კონცეფციის შემუშავებაზე მდგომარეობდა შემდგომში: თავდაპირველად შეიქმნა ერთიანი სქემა, სადაც განისაზღვრა განაშენიანების გაბარიტები და პარამეტრები, შემდგომ ტერიტორია დაიყო უბნებად, ჩამოყალიბდა ქუჩათა ქსელი, რეკრეაციული დერეფანი, საზოგადო ღია სივრცეები, ხოლო უბნები და შენობები დამუშავდებოდა სახვადასხვა არიტექტორის მიერ, რომ მიგვეღო უბნების ინდივიდუალურობა, ადამიანური მასშტაბი და მრავალფეროვანი არქიტექტურული გარემო ერთიანი გენერალური გეგმის ფარგლებში.