KA

ARTSTUDIO, ანაგი და CMC-ი სამშენებლო სფეროს განვითარებისათვის!

23 თებერვალს, არქიტექტურულ კომპანია - ''ASP_team’’, სამშენებლო კომპანია ,,ანაგს’’ და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია - ,,სიემსის’’ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

BIM-ის (Building Information Modeling) გამოყენება უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის არსებობას, რომელიც აუცილებელია შენობის ექსპლუატაციისა და ოპერირების ეტაპზე. სამშენებლო სფეროს ლიდერი კომპანიები ASP_team), ანაგი და სიემსი აერთიანებენ ძალებს BIM-ის პოპულარიზაციის მიზნით. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიები აანონსებენ სამომავლო პროექტს, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.

,,მსოფლიო პროექტირების სფეროში BIM ტექნოლოგია საუკეთესო პრაქტიკის ერთერთი განუყოფელი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი არქიტექტურული სტუდია, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს. პროექტირების კუთხით BIM-ი საგრძნობლად ამარტივებს და ინტერაქტიულს ხდის პროცესს. სხვადასხვა სპეციალისტების კოლაბორაცია და ყველა მხარის ჩართულობა კი, რაც BIM-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, დადებითად აისახება სამუშაოს შესრულების დროსა და ფინანსურ ნაწილზე.” - ოთარ სულაბერიძე (ASP_team) აღმასრულებელი დირექტორი / არქიტექტორი.

ლინკის ნახვა