KA

ქალაქი რუსთავის გენერალური გეგმა

2014 წლის 30 იანვარს,” შერატონ მეტეხი პალასი”-ში შედგა USAID-ის მხარდაჭერით (G-3 დემოკრატიული მმართველობა საქართველოში) განხორციელებული პოექტის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც “არტსტუდიომ” წარადგინა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის გენერალური გეგმა. პროექტი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საზოგადოების წინაშე წარდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ხელს შეუწყობს ქალაქს სამომავლო განვითარებაში და ეკონომიკურ ზრდაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.რუსთავის მერიის და თვითმმართველობის, USAID-ის, ქ.თბილისის მერიის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.