KA

“The Plan”

საერთაშორისო არქიტექტურული ჟურნალ პლანის (The Plan) 2015 წლის ნოემბრის გამოშვებაში (#086), რუბრიკა „ქალაქის გეგმა“ მიეძღვნა თბილისის გენგეგმას; სტატიის ავტორები არიან ჩვენი კომპანიის იტალიელი პარტნიორები თბილისის გენგეგმის კონკურსში ანდრეა ბოჩეტი (მეტროგრამა) და ფედერიკო პაროლოტო (ემ-აი-სი).

იმავე ნომერში დაიბეჭდა გიორგი სულაბერიძის და ოთარ ნემსაძის სტატია თბილისზე – „კულტურული და არქიტექტურული გადაკვეთის წერტილი“.